logo
ENG



"სტალინი უნდა დაიწვას"- უკრაინის სოლიდარობის აქციის მონაწილეები სტალინის ტომეულს წვავენ

24 თებ 202321:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/24/h3h5k5tcwqpduow.png

"სტალინი უნდა დაიწვას"- აქციის მონაწილეები აქციაზე სტალინის ტომეულს წვავენ.

"ამით იმის თქმა გვინდა, რომ დღეს ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინა თაობის დაწყებული საქმე. 9 აპრილს მათ თავისი ჯანმრთელობა, თავისი თავები შესწირეს იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირი დამთავრებულიყო, მაგრამ როგორც ხედავთ დღესაც ცდილობს საბჭოთა კავშირი, რომ რაღაც დაგიშავოს, ჩვენ ამ ყველაფერს არ დავუშვებთ და აი, ამ წიგნებივით დავწვავთ საბჭოთა კავშირს და ყველაფერს, რაც მასთან გვაკავშირებს."- ამბობს აქციის მონაწილე.

ერთ-ერთი მონაწილე, დავით ქოროღლიშვილი ამბობს, რომ რუსებმა უკრაინაში მისი ოჯახის 6 წევრი დახვრიტეს.

"უკრაინაში, გორლოვკაში ჩემი 6 ოჯახის წევრი ძაღლებივით ჩახოცეს, ჩემი და აქსანა ქოროღლიშვილი და მისი ოჯახი... გვაცნობებს, რომ რუსებმა დახვრიტეს."- ამბობს დავით ქოროღლიშვილი.


close დახურვა